უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უროჟაინოე დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინედან ნამდვილად გავიდნენ – ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ წარმომადგენელმა ნაზარ ვოლოშინმა Суспільне Донбас-სთან განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო ჯარებს სოფელი ფაქტობრივად მიწასთან აქვთ გასწორებული.

„იმის გამო, რომ მტერმა უროჟაინეში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, თავდაცვის ძალებმა სხვა პოზიციებზე დაიხიეს. გადაწყვეტილება გამომდინარეობდა იმ სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ თავდაცვით ხაზებზე“, – ამბობს ნაზარ ვოლოშინი.

მისივე თქმით, ახლა, ამ მიმართულებით სიტუაცია უკრაინელი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება.

„დანგრეულ დასახლებულ პუნქტებსა და სოფლებში რაიმე სახის გამარჯვებისა და წარმატების მოსაპოვებლად, მოწინააღმდეგე ყოველდღიურად, საკმაოდ დიდ დანაკარგებს განიცდის“, – აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მოქალაქეს რუსეთში 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაგანმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს