უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაცია შესაძლოა დღეს განხორციელდეს

მარიუპოლიდან ევაკუაცია შესაძლოა დღეს მოხდეს – ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის საკრებულომ და გუბერნატორმა მოსახლეობას, რომელსაც ქალაქ ზაპოროჟიეში გამგზავრება სურდათ, მოუწოდეს საღამოს 4 საათზე შეკრებილიყვნენ.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ მშვიდობიანი მოქალაქეების ორმა ჯგუფმა, საერთო ჯამში 46-მა ადამიანმა, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები დატოვა.

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით კი, ფოლადის ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი, რომელთაგან ზოგიერთი “სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზეა“.

წინა სტატიაშისავარაუდოდ, რუსეთი აჯგუფებს ან ქმნის ახალ ბაზებს ბალტიის რეგიონში – ფინეთის პრეზიდენტი
შემდეგი სტატია7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 მაისს გაიმართება