უკრაინული MiG-29-ის პილოტმა უკრაინის სამხრეთით ოკუპანტი არმიის საველე სამეთაურო პუნქტი მაღალი სიზუსტის ამერიკული GBU-39 საჰაერო ბომბებით გაანადგურა.
როგორც Censor.NET იტყობინება, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც უკრაინელი პილოტის მაღალ კლასს ასახავს.
„მტრის დემილიტარიზაცია გრძელდება, MiG-29 სამხრეთში ოკუპანტების პოზიციებს #GBU39 ბომბებით უტევს. საერთო შედეგი: საველე სამეთაურო პუნქტი განადგურდა, ტექნიკა და საბრძოლო მასალა აალდა“, – ნათქვამია ვიდეოს კომენტარში.