17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი კიევში ჩავიდნენ

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი კიევში ჩავიდა, -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კასისთან ერთად, კიევში ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუც იმყოფება.

„მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ეუთოს, როგორც დიალოგის პლატფორმის როლი და მისი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად“, – წერს კასისი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიანექსირებულ ყირიმში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაკაია კალასი: “უკრაინელებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება იმ მიზნით, რომ ისინი ძალიან რთულ დათმობებზე წავიდნენ”