უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სოფელი ვესელოე დაიკავეს

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სოფელი ვესელოე დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული პორტალი Deep Stat ავრცელეს.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში, დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასთან და ჟელანოესთან.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით, ყველაზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით ხორციელდებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

banner
წინა სტატიაში“[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს”-სტანო
შემდეგი სტატიაპატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ