უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ თავად ნაყოფიამ აცნობა.
„ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადმომცეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზები ჩემთვის არ განუმარტავთ“, – აცხადებს ქართველი დეპუტატი უკრაინულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „უფლებამოსილმა ორგანომ“ აუკრძალა და ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
როგორც ნაყოფია აცხადებს, ის ამჟამად ბორისპოლის აეროპორტის ლაუნჯ ზონაში იმყოფება და მას სთავაზობენ საქართველოში საღამოს დანიშნული რეისით დაბრუნდეს.

banner
წინა სტატიაშიაზიური ფაროსანას არეალის დადგენის მიზნით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები დამონტაჟდა
შემდეგი სტატიაკობა ნაყოფია კიევში ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს