უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ბორდიანკაში ნანგრევებიდან 41 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი

კიევის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ბორდიანკაში ნანგრევებიდან 41 ცხედარია ამოყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებში 16 აპრილს იპოვეს.

როგორც მაშველები ამბობენ, ბორდიანკაში ნანგრევებში ადამიანების სამძებრო სამუშაოები 6 აპრილს დაიწყო. ამ დრომდე მათ შეამოწმეს შვიდი დანგრეული სახლიდან ხუთი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და უკრაინას შორის არანაირი წინააღმდეგობა, დაპირისპირება არ არსებობს – ხელაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენ უკრაინელებს გარკვეულწილად ვალს ვუბრუნებთ, მახსოვს, აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ, იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც – მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი