უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს.
მარიანა ბუდანოვა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მედიის ინფორმაციით, ბუდანოვას ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა.
“ის თავს ცუდად გრძნოდა, რის შემდეგაც მას ანალიზი აუღეს და დადგინდა მოწამვლა”, – წერს გამოცემა.