28.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

უკრაინული მედია: ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.

მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ვოლგოგრადის ოლქში სარაკეტო განგაში გამოცხადდა და აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

„ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, უკრაინამ „ტიტან-ბარიკადის“ სამხედრო საწარმოზე დარტყმები „ფლამინგოს“ რაკეტებით განახორციელა.

მათივე თქმით, ქარხანა რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის გამშვებ დანადგარებს აწარმოებს. ვოლგოგრადზე თავდასხმა დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმაც.

ბოჩაროვის განცხადებით, ვოლგოგრადში დარტყმების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით დრონებით იერიშები ოკუპირებულ სევასტოპოლზეც განხორციელდა.

ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის გამო ქერჩის ხიდი რამდენიმე საათით დაკეტეს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ლემონჯავა: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები მოქალქეებს მიმართავენ