უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქ უფაში მდებარე „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა.
„ტელეგრამ“ არხების ცნობით, იერიშის შედეგად ქარხნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანადგარს ხანძარი გაუჩნდა.
„ტელეგრამ“ არხი ASTRA წერს, რომ სავარაუდოდ, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კატალიზური რიფორმინგის დანადგარი იწვის, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია.
















