უკრაინული მედია – უკრაინის არმიის ბრიგადების ნაწილი კურსკის რეგიონიდან გავიდა

უკრაინის არმიის ბრიგადების ნაწილი რუსეთის კურსკის რეგიონიდან გავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეტევის ფონზე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ კურსკიდან ბრიგადები ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გაიყვანა.

უკრაინული მედიის თანახმად, ორი კვირის წინ, უპილოტო თვითმფრინავების ელიტარულმა რუსულმა ჯგუფმა დაარღვია უკრაინული მომარაგების ხაზები.

25 თებერვალს მიზნობრივი დარტყმების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის ათეულობით სატრანსპორტო საშუალება ქალაქ სუჯასთან. ქალაქი ემსახურებოდა 10 000-იანი უკრაინული ჯგუფის მთავარ ბაზას, რომელიც იცავდა ტერიტორიას კურსკის რეგიონში.

უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის კურსკის რეგიონში გასული წლის აგვისტოში შეიჭრნენ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ მუსელიანცი: “ყოველი ეტაპირების დროს სასამართლოში და სასამართლოდან, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება…”
შემდეგი სტატიაპოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას ადასტურებენ