25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

უკრაინული მედია: სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამხედრო-სამრეწველო ზონა იწვის

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამხედრო-სამრეწველო ზონა იწვის.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი იჟორის სამრეწველო ზონაში გაჩნდა, სადაც რუსეთის მძიმე მრეწველობის საწარმოებია განთავსებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი 82 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლებას დრონების საფრთხის შესახებ არ გამოუცხადებია, ასევე, დრონების ან საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა არ ყოფილა.

სამრეწველო ზონაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიმედია: 11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის შვილს სექსუალურად ავიწროებდა
შემდეგი სტატიატრამპი: კანადას სურს სარგებელი მიიღოს როგორც შტატმა, თუმცა შტატად ყოფნის გარეშე