უკრაინული მედია – საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის დედაქალაქში განგაში ოთხჯერ გამოცხადდა და თითქმის 4 საათს გაგრძელდა.

„როგორც ხედავთ, ამ ომში რუსი აგრესორებისთვის კიევი ყოველთვის პრიორიტეტული სამიზნე იყო და იქნება“, – წერს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია „ტელეგრამის“ არხზე.

მიმდინარე კვირაში ეს რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მეოთხე თავდასხმა იყო.

banner
წინა სტატიაშიბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაკანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა – ენათმეცნიერი რუსულ კანონზე