უკრაინული მედია – რუსეთმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

რუსეთმა დილით კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

„52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა! რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, – ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.

ამასთან, კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაშვებული ორი რაკეტა მინდორში ჩამოვარდა. აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ
შემდეგი სტატიაყველაზე მთავარია, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს – იოსელიანი გინტაურის მკვლელობაზე