უკრაინული მედია – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა არტილერიით საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს. საარტილერიო დარტყმების შედეგად, ჭურვი ხუთ სართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ცხრა რეგიონი დაბომბა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსული არმიის შეტევას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის და დონეცკის რეგიონებშიც. რუსული არმიის სამიზნე დასახლებული პუნქტები გახდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, გაზსადენი და სავაჭრო ცენტრები.

banner
წინა სტატიაშიდანილოვი პრიგოჟინის ამბოხს პუტინის სისტემის დემონტაჟის პირველ ეტაპს უწოდებს
შემდეგი სტატიაუკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი… ასევე, მზად ვართ, გავაგზავნოთ ექიმები – პოდოლიაკი