15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

უკრაინული მედია: რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დაარტყეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დაარტყეს, არიან დაშავებულები.

მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსული ძალების იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 123 დრონი გაუშვეს, მათგან თავდაცვის ძალებმა 95 დრონი გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაReuters: ტრამპი უკმაყოფილოა ომის დასრულების შესახებ ირანის უახლესი წინადადებით