უკრაინული მედია: რუსებმა უკრაინას 154 დრონით შეუტიეს

უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსებმა 11 იანვრის ღამეს უკრაინას 154 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელებმა აქედან 125 ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა დარტყმა 22 დრონით 18 ლოკაციაზე.

მანამდე, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსულმა „მოლნიას“ ტიპის დრონმა ქალაქის ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა.

რაც შეეხება ჟიტომირის ოლქს, რუსების მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის შედეგად ორი თანამშრომელი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში სანატორიუმ “ფილიალის” შენობა იწვის
შემდეგი სტატია“ვიდეომასალა ნახა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა” – ფოთში მასწავლებლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა