11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

უკრაინული მედია: კიევში შეიარაღებული თავდამსხმელი რუსეთის არმიის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში შეიარაღებული თავდამსხმელი რუსეთის არმიის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკია.

ინფორმაციას უავრცელებს და წერს, რომ მოსკოვში დაბადებული 58 წლის დიმიტრი ვასილჩენკოვი კიევში ცხოვრობდა. სოციალურ ქსელში იპოვეს მისი ფოტოები რუსული სამხედრო ფორმით. მათივე ცნობით, დიმიტრი ფიგურირებდა პრორუსულ საჯარო გვერდებზე და თანხებს რიცხავდა ე.წ. სვო-ს (სპეციალური სამხედრო ოპერაციის) მხარდასაჭერად.

კიევის ერთ-ერთ რაიონში თავდამსხმელმა გამვლელებს სანადირო თოფიდან ესროლა, რის შემდეგაც სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმმა შტურმი, რის შედეგადაც თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანია დაღუპული.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია 10 დაჭრილი, მათ შორის, ერთი ბავშვია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატიაფილარმონიიდან პარლამენტამდე მარში მიმდინარეობს