10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

უკრაინული მედია: ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება

უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ.

როგორც მედია წერს, კიევში ჩასვლის შემდეგ ექსპერტები ვერ ახერხებენ დაზიანებულ ადგილამდე მისვლას, რადგან უკრაინას ჯერჯერობით საჭირო ნებართვა არ გაუცია.

ექსპერტების მიზანია, შეაფასონ სარემონტო სამუშაოების მასშტაბი და ღირებულება.

ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც კიევი დათანხმდა. „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით, ნავთობსადენ „დრუჟბით“ 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარის განცხადებით, მილსადენი რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა, უნგრეთი კი აცხადებს, რომ კიევმა ის გამიზნულად დააზიანა.

ავტორი – თინათინ მიგინეიშვილი

banner
წინა სტატიაშიMacquarie: ომი თუ გაგრძელდება, ნავთობის ფასი ისევ გაიზრდება
შემდეგი სტატიაCNN: ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა