ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთსა და ბელარუსს ყველა სანქცია მოუხსნა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ფედერაციამ შეამსუბუქა სანქციები რუსეთისა და ბელარუსის მიმართ და სპორტსმენებს უფლება მისცა, შეზღუდვების გარეშე ეასპარეზათ ჭაბუკთა და იუნიორთა დონეზე.
ფედერაციის ინფორმაციით, ამჟამად სანქციები ყველა ასაკობრივ კატეგორიაშია გაუქმებული. მათივე ცნობით, ბათუმში (საქართველო) გამართულ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში რუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობდნენ. მედია წერს, რომ ახლა მათ უკვე შეეძლებათ საკუთარი ეროვნული დროშის ქვეშ იასპარეზონ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც ჩინეთში 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე გაიმართება.
ფედერაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციებსა და ოლიმპიურ ქარტიაში შესულ ბოლო ცვლილებებს.
















