უკრაინული მედია – „დიდმა შვიდეულმა“ შესაძლოა, რუსული ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარი მიმდინარე ფასის ნახევარზე დააწესოს

„დიდმა შვიდეულმა“ შესაძლოა, რუსული ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარი მიმდინარე ფასის ნახევარზე დააწესოს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ იაპონიის პრემიერმა, ფუმიო კისიდამ ისაუბრა.

„ჩვენ დავაწესებთ ზედა ზღვარს არსებული ფასის დაახლოებით ნახევარზე და შევქმნით სისტემას, რომელიც ხალხს არ მისცემს საშუალებას, იყიდონ ან არ იყიდონ ის უფრო მაღალ ფასად“, – განაცხადა იაპონიის მთავრობის მეთაურმა.

კისიდას თქმით, ეს იქნება რუსეთის საშინელ ქმედებებზე საპასუხო რეაქცია.

„ჩვენ ვდგავართ მასშტაბური ვითარების წინაშე, რომელმაც შეარყია მთელი მსოფლიო წესრიგი და უნდა ვაჩვენოთ, რომ ასეთი საშინელი ქმედებები დიდი ფასის გადახდას მოითხოვს“, – განაცხადა კისიდამ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში დააკავეს რუსული გემი, რომელსაც უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა – ელჩი
შემდეგი სტატიადონეცკის ოლქში სლავიანსკი დაბომბეს – არის მსხვერპლი