23.5 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

უკრაინული მედია – ანკარის სამიტზე ნატო რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს და უკრაინას ორი წლის განმავლობაში 140 მილიარდ ევროს დაპირდება

ნატოს ანკარის სამიტზე ალიანსი რუსეთს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ გამოაცხადებს და უკრაინას ორი წლის განმავლობაში 140 მილიარდ ევროს დაპირდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამიტის დეკლარაციის პროექტი დამტკიცების საბოლოო სტადიაზეა და მოკავშირეებს განხილვების დასრულება დღესვე, 3 ივლისს სურთ. დოკუმენტი უკრაინისთვის 2026 და 2027 წლებში სამხედრო დახმარების სახით ყოველწლიურად 70 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

მიღებულ დეკლარაციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება:

 ძველი დეკლარაციების მსგავსად, შენარჩუნდება რუსეთის, როგორც უსაფრთხოების მთავარი საფრთხის განსაზღვრება.

დოკუმენტის ახალი თეზისის მიხედვით, უკრაინა აღიარებული იქნება არა მხოლოდ დახმარების მიმღებად, არამედ ნატოს ევროპელი მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების „მიმწოდებლად“.

banner
წინა სტატიაში“ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის”- ექსპერტის შეფასებით, ირანში პრეზიდენტის დონის ვიზიტი ეჭვებს გააღრმავებს
შემდეგი სტატია“ძლიერი საქართველო – ლელო” მოქალაქეებს აფრთხილებს