უკრაინული მასმედია: სააკაშვილის მომხრეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბატარეა დღეს დილიდან განთავსდა კიევის ცენტრში, პარლამენტის შენობის სიახლოვეს. სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მოსჩანს საარტილერიო ბატარეის მიერ განხორციელებული რამდენიმე გასროლა.
ოფიციალური ინფორმაციით, საზეიმო სალუტი განხორციელდა მალტის პრეზიდენტის საპატივცემულოდ, რომელიც კიევს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, კიევის ცენტრში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მასობრივი საპროტესტო აქცია და საარტილერიო ბატარეის ქალაქის ცენტრში განთავსება მიზნად ისახავს მომიტინგეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
შეგახსენებთ, დღეს კიევის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ საპრტოტესტო მიტინგზე, რომლის ორგანიზატორია პარტია “Рух нових сил”–ის ლიდერი, საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მომიტინგეები მოითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას. უკრაინის დედაქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მიღებული, პოლიციის მიერ გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვისი მეშვეობითაც აფხაზეთში დაღუპული გმირები ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიაქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა, ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს