უკრაინული გამოცემა სააკაშვილის რეიტინგმა შოკში ჩააგდო

უკრაინული ანალიტიკური გამოცემა ,,The Экономист,,-ი, თავის საიტზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც იმ გამოკითხვაზეა საუბარი, რომლის შედეგებმაც, სტატიის ავტორის ივან პირიევის განცხადებით, რედაქცია შოკში ჩააგდო.

საუბარია, ავტორის აზრით აბსურდულ გამოკითხვაზე, რომელშიც გამოცემამ რესპოდენტებს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა: უნდა გახდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მომავალი პრეზიდენტი?
როგორც უკრაინული გამოცემა აცხადებს, ,,გამოკითხვის შედეგებს რედაქციაში შეძრწუნებული უმზერდნენ,, რადგან ციფრები შოკისმომგვრელი იყო…. მათი აზრით, ამ ,,აბსურდულ გამოკითხვას,, მკითხველთა რეკორდული რაოდენობა – 3000 ადამიანი გამოეხმაურა და გამოკითხულთა 53% დაეთანხმა სააკაშვილის პრეზიდენტობას უკრაინაში.
სტატიის ავტორის აზრით, ,,მოსახლეობა იმდენადაა მოწადინებული საკუთარ ხელისუფლების შეცვლაზე, რომ მზადაა აფსურდული ნაბიჯი გადაგას და არ იფიქროს ხვალინდელ დღეზე,,
,,როგორ გგონიათ, რატომ გაიმარჯვა პოროშენკომ წინა არჩევნებში? იმიტომ რომ არავინ იყო მის გარდა,, აცხადებს სტატიის ავტორი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ დღესაც პოროშენკოს და სააკაშვილის მეტი არავინაა უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში, ვინც ხალხმა შეიძლება პრეზიდენტად მოიაზროს.
,,თუ დანარჩენ პოლიტიკურ ოპოზიციას დავაკვირდებით, მათთან სააკაშვილი პოლიტიკურ გიგანტად ჩანს,, აცხადებს ავტორი.
,,ოპოზიციის არ არსებობის გამო, ჩვენი ისედაც დამპალი ხელისუფლება ბოლო ლურსმნამდე დალპა. ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპოზიცია – ცოცხალი, რეალური და ძლიერი. სააკაშვილი ოპოზიცია არ არის. ის სიმბოლო ჩვენი საშინელ, მოწყენილი უიმედობის, რომელიც თუ არაფერი მოვიმოქმედეთ, ჩვენ დაგვმარხავს,, ასკვნის უკრაინული გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ
შემდეგი სტატიაზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება