უკრაინული ეკლესიის ტომოსი ისევ სტამბოლში წაიღეს პროცედურის დასასრულებლად

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი ისევ სტამბოლში წაიღეს, რომ მასზე ხელმოწერების გაკეთება დასრულდეს – ამის შესახებ უკრაინულ არხზე “ПРЯМИЙ” ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მღვდელმა ივან სიდორმა განაცხადა.

“ტომოსი, რომელიც ჩვენ გადმოგვცეს, ის მოქმედია, მასზე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ხელმოწერაა, მაგრამ პროცედურულად მასზე, ასევე, უნდა იყოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ეპისკოპოსების ხელმოწერები. მაგრამ ახლა იქ ეს ხელმოწერები არ არის – ეს ტექნიკური მომენტია” – სიდორმა თქვა. მისი განმარტებით, სინოდი, ტრადიციულად ყოველი თვის 9 რიცხვში იკრიბება. ტომოსი კი, უკრაინას 6 იანვარს გადაეცა, მას შემდეგ, რაც მას ხელი მსოფლიო პატრიარქმა მოაწერა, ამიტომ, ყველა ფორმალობა ვერ დასრულდა.
ტომოსზე და მის ასლზე ხელმოწერების დასრულება 9 იანვარს იგეგმება, რომლის შემდეგადაც ის კიევში დაბრუნდება.

ის, რომ ტომოსს სტამბოლში დააბრუნებენ, უკრაინის კულტურისი მინისტრმა გუშინ, 7 იანვარს განაცხადა. დღეს მან საკუთარი სიტყვები უარყო. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა, რომ დოკუმენტი საღამოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა უცნობი მიმართულებით წაიღეს. ეკლესიაში, სადაც ის იყო გამოფენილი, განაცხადეს, რომ რელიქვია ფორმალურად ეკლესიას არ ეკუთვნოდა, ამიტომ, ისინი მასზე პასუხისმგებლები არ არიან.

უკრაინის მართლამდიდებელმა ეკლესიამ ავტონომიის პროცედურები 2018 წლის 15 დეკემბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში,,უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული”
შემდეგი სტატიასოლსბერიში სკრიპალების სახლს სახურავს გამოუცვლიან