22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

უკრაინული დრონით თავდასხმამ Лукойл-ის პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია

უკრაინული დრონით თავდასხმამ Лукойл-ის პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია, რამაც ნედლი ნავთობის სადისტილაციო დანადგარის დაზიანება და მისი მუშაობის შეჩერება განაპირობა,– განუცხადა Reuters-ს ორმა წყარომ.

პერმის ქარხანა რუსეთის 10 უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში შედის. მისი საპროექტო გადამუშავების სიმძლავრე დღეში 37,514 ტონას შეადგენს, რაც წელიწადში დაახლოებით 13.1 მილიონი მეტრული ტონის ეკვივალენტურია.

“წყაროების თანახმად, დრონით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია და ქარხანა აიძულა, გაეჩერებინა ნედლი ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი CDU-5, რომლის გამტარუნარიანობაც დღეში 12,930 მეტრული ტონაა და ქარხნის საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 34%-ს შეადგენს.

წყაროებმა ვერ შეძლეს იმის შეფასება, თუ რა დრო დასჭირდება CDU-5 დანადგარის შეკეთებას. 2024 წელს ქარხანამ დაახლოებით 12.6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა და აწარმოა – 2 მილიონი ტონა ბენზინი, 5.3 მილიონი ტონა დიზელის საწვავი, 700000 ტონა ნავთობის კოქსი და 200000 ტონა მაზუთი“ – წერს Reuters.

banner
წინა სტატიაშიწმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ცენტრი მიტოვებულია — დეპუტატი კი ფოტოსესიებითაა დაკავებული
შემდეგი სტატიაცოტნე კობერიძე: ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო მეტად შემოვიდა, ვიდრე აქამდე იყო