უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ Lukoil-ის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს და წერს, რომ 2 ივლისს კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შედეგად დაზიანდა მისი მთავარი, პირველადი გადამუშავების დანადგარი АВТ-6, რომელზეც ქარხნის საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრის 53% მოდის.
მათივე ცნობით, კიდევ ერთი დანადგარი, АВТ-5, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 25%-ზეა პასუხისმგებელი, მანამდე, 24 ივნისს, დრონების თავდასხმის შედეგად უკვე დაზიანებული იყო. მედია წერს, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წლიურად 15 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და 5 მილიონი ტონა ბენზინის წარმოების შესაძლებლობა აქვს.

















