უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ დრონებით იერიშის შედეგად „სლავნეფტ-იანოსში“ მწყობრიდან გამოვიდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი AVT-3, რომლის სიმძლავრეც დღე-ღამეში დაახლოებით 17,1 ათასი ტონაა, რაც ქარხნის საერთო სიმძლავრის დაახლოებით 40%-ია.
მათივე ცნობით, კიდევ ერთი მსხვილი დანადგარი – AVT-4 – 28 აგვისტოს განხორციელებული შეტევის შემდეგ სარემონტო რეჟიმში იმყოფება.
უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წუხელ დაბომბეს. სამრეწველო ზონაში მთელი დღის განმავლობაში მასშტაბური ხანძარი იყო.








