უკრაინული დრონების შიშით, კვირას რუსეთში 400-დე ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

სულ მცირე, 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, – ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციის“ განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

შეზღუდვები შეეხო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტს და ნიჟნი-ნოვგოროდის ჩკალოვის აეროპორტს. გარდა ამისა, ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებმა რეისების მომსახურება დროებით შეწყვიტეს.

„როსავიაციის“ ცნობით, შერემეტიევოში 171 ავიარეისით გაუქმდა, 56 კი -ორ საათზე მეტი ხნით გადაიდო. პულკოვოში 90 რეისი გაუქმდა, ხოლო 37 გადაიდო. ჩკალოვის აეროპორტში 26 ავიარეისი გაუქმდა და 13 გადაიდო. შეზღუდვები ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში.

banner
წინა სტატიაშიტეხასში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 80-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაეუთო/ოდირის რეზოლუციაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის – ცესკო