მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს.
მერმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დრონების ნამსხვრევები ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოვარდა. სობიანინის ცნობით, შემთხვევის ადგილებზე ამ დროისთვის სამაშველო და საგანგებო ჯგუფები მუშაობენ. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.


















