უკრაინელები აგრძელებენ რუსეთის აგრესიის პასუხად მოწინააღმდეგის რეგიონებზე საჰაერო თავდასხმებს. რუსული მხარის ინფორმაციით, დრონები წუხელ მოსკოვსა და სხვა რეგიონებს უტევდნენ.
გასული ღამის განმავლობაში მათ 155 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 11 მოსკოვის მიმართულებით.
რუსეთის დედაქალაქის ოთხი აეროპორტიდან სამმა, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ, მუშაობა დროებით შეაჩერა.
როგორც Reuters წერს სამინისტრო მხოლოდ იმ დრონების რაოდენობას ავრცელებს, რომლებიც მისმა დანაყოფებმა გაანადგურეს და არა იმას, თუ რამდენი დრონი გაუშვა უკრაინამ.














