უკრაინული დრონები ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებს უტევდნენ

გასულ ღამეს რუსეთის რეგიონები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა. ძირითადად, უკრაინელები საპორტო ქალაქებს უმიზნებდნენ.

რუსული პროპაგანდისტული არხები იუწყებიან, რომ დრონები ძირითადად სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებიდან იყო გაშვებული. მათი უმრავლესობა კუსტარულად დამზადებული, ფრთების 1,5-2 მეტრიანი გარშემოწერილობის უპილოტო საფრენი აპარატები იყო.

საერთო ჯამში, რუსებმა თავიანთ რეგიონებში 130-დე უკრაინული დრონი დათვალეს. მათი უმრავლესობა ბრიანსკისა და ორიოლის რეგიონებზე იყო გადანაწილებული.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ღია წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია
შემდეგი სტატია21 მაისი ჩერქეზების გენოციდის დღეა!-ეს არის რუსეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ჩერქეზების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და გენოციდი 1864-1867 წლებში