უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით: შესაძლოა შავი ზღვის აკვატორიიდანაც მოხდეს წყალქვეშა-წყალზედა ხომალდებიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება

რუსეთის საჰაერო ძალების Tu-95MS-ის ტიპის 8 სტრატეგიული ბომბდამშენი უკვე ჰაერშია და კასპიის ზღვის აკვატორიის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავს, საიდანაც უნდა მოხდეს უკრაინის მიმართულებით ათეულობით KH-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გასროლა- მაქსიმალური ზალპი შეადგენს 64 რაკეტის გაშვებას….

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, შეტევა კომბინირებული იქნება, რომლის ფარგლებშიც რუსები გამოიყენებენ როგორც ზემოხსენებული ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს, ასევე 200-ზე მეტ შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონს, შესაძლოა შავი ზღვის აკვატორიიდანაც მოხდეს წყალქვეშა-წყალზედა ხომალდებიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება + ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტები და MIG-31K-ს ტიპის თვითმფრინავებიდანაც მოსალოდნელია, რომ კინჟალის ტიპის აერობალისტიკური რაკეტების გასროლა მოხდება.

რუსეთმა ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვოვჩანსკში უკრაინის ხაზებზე დიდი რაოდენობით ბომბის ჩამოგდება დაიწყო. Sky News იტყობინება, რომ 50 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, მათ შორის ელიტარული ძალები, შეიკრიბა საზღვართან ვოვჩანსკის მახლობლად. ხარკოვის წინააღმდეგ ბიძგი შესაძლოა გარდაუვალი იყოს.
მძიმე ღამე უდგას უკრაინას. დიდება გმირებს!
banner
წინა სტატიაშიმტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაალფა/სიხშირე-13 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული — უკრაინაზე რუსეთის კომბინირებული საჰაერო-სარაკეტო იერიშის შედეგები ასეთია