უკრაინულ მხარესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოვყალიბდებით როგორ და ვინ წავა – უსუფაშვილი

უკრაინულ მხარესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოვყალიბდებით როგორ და ვინ წავა , – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში წასვლა არ არის ჩვეულებრივი წასვლა, ჩვეულებრივ ვითარებაში.

“არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ბევრი სხვა თემა. ამიტომ უკრაინულ მხარესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოვყალიბდებით როგორ და ვინ წავა. მთავარია, რომ დასრულდება ეს სრულიად არასასურველი აურზაური უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით და იქ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უკრაინაში გამგზავრების მიზნით საპარლამენტო დელეგაციის ფორმირების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტში კონსულტაციები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია – პუტინი
შემდეგი სტატიამე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც, დაავიწყდა, რაზეა საუბარი, გენოციდია ჩადენილი და სამძიმარზე წასვლაზეა საუბარი – ნაცვლიშვილი