25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

უკრაინულ დრონებთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებების გამო ესტონეთმა რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინულ დრონებთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებების გამო ესტონეთმა რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

“ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა, რათა დაგმოს რუსეთის მიერ ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია. რუსეთი აგრძელებს ცრუ ბრალდებების, მუქარებისა და განზრახ პროვოკაციების გავრცელებას. საშუალება მოგვეცით აბსოლუტურად ნათლად ვთქვათ: ესტონეთს არ მიუცია მისი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის რუსეთზე თავდასხმებისთვის გამოყენების უფლება. ეს განცხადებები ტყუილია და რუსეთმა ეს იცის.
ბალტიის რეგიონში დრონების გამოჩენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია. უკრაინას აქვს აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების უფლება, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უჭერენ მხარს. ესტონეთი არ შეშიდება პროპაგანდით ან მუქარებით. ნატოს ერთი მოკავშირის წინააღმდეგ მუქარა მთელი ალიანსის წინააღმდეგ მუქარაა და ჩვენი მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენს გვერდით”,-
წერს ცაჰკნა.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: აშშ-ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების „კარგი ნიშნები“ არსებობს
შემდეგი სტატიაირაკლი შაიშმელაშვილი: ხაბეიშვილის შემთხვევაში, დაურეკეს მაშინ ქარცივაძეს და 3 თანამშრომელი მოაყვანინეს გდდ-დან, რომლებმაც თქვეს, რომ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენითო