“უკრაინსკა პრავდა” : უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი ჩაძირეს

გამოცემა “Украинской правда” უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი “ცეზარ კუნიკოვი” ჩაძირეს.

წყარო ამბობს, რომ გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო დაგეგმილი. თავდასხმა დრონებით მოხდა.

რუსული გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატიაშსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებიც ტურისტებს რესტორანში შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ