უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიღებაზე პოროშენკოს რეაქცია გამოქვეყნდა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა პეტერ პოროშენკომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რომელიც უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიღებას ეხებოდა, კიევის უსაფრთხოების ფორუმზე ყოფილ პრემიერს არსენ იაცენიუკს სიტყვა შეაწყვეტინა და ფორუმის მონაწილეებს, მათ შორის იაცენიუკს, ასევე უკრაინელს ხალხს ევროპარალმენტარების გადაწყვეტილება ახარა და მიულოცა – შესაბამისი ვიდეო პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა დღეს პლენარულ სხდომაზე უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემას კენჭი უყარეს. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინელები შენგენის ზონაში უვიზოდ ივლიან, ხმა 521 დეპუტატმა მისცა, 75-ი წინააღმდეგ წავიდა და 36-მა თავი შეიკავა.
ახლა ევროპარალმენტის გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა დაადასტუროს. გადაწყვეტილება მისი ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

https://youtu.be/NdjJrR_izBA

banner
წინა სტატიაშიკიევის პოლიციამ უკრაინიდან ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ გააძევა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასამხრეთ საფრანგეთში მთავრობამ მეჩეთი დახურა