უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას თვეები დასჭირდება – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას თვეები დასჭირდება.

მან დაგვიანება იმ მიზეზით ახსნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მწარმოებელი კომპანია Diehl-ი დახმარებას პირდაპირ უკრაინაში ჩაიტანს, რასაც დრო სჭირდება.

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი უნდა მოემზადოს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი სტრატეგია შეცვალა და ახლა „სწრაფი გამარჯვების“ ნაცვლად, მისი მიზანი უკრაინის მოსახლეობის დემორალიზება და დონბასის დაკავებაა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის ინტერესშია არა კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ არმიღება, ასეთი გადაწყვეტილება საშუალება იქნება მათთვის, გაეზარდოთ დესტრუქციის და ამ გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი – ხუნდაძე
შემდეგი სტატიაერდოღანი სირიაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყებას აანონსებს