რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის მხირდან უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას კრემლი ბირთვულ სფეროში საფრთხედ განიხილავს.
ის ამბობს რომ, F-16 მოდიფიკაციას აქვს სადგამი, რომელზედაც შესაძლებელია ბირთვული იარაღის დამაგრება.
“საომარი მოქმედებების დროს ჩვენი სამხედროები ვერ გაიგებენ, არის თუ არა მითითებული ტიპის თითოეული კონკრეტული თვითმფრინავი აღჭურვილი ბირთვული იარაღის მიწოდებისთვის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტი ჩვენთვის განიხილება, როგორც დასავლეთის საფრთხე ბირთვულ სფეროში”, – თქვა ლავროვმა.
ლავროვმა უკრაინაში F-16-ის გადაცემის გეგმებს “მოვლენების უკიდურესად სახიფათო განვითარების” მაგალითია უწოდა.