უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს – მიშელი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიშელი წერს, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაახლოებით 500 მლნ ევროს ოდენობის იქნება.

“ევროპა აგრძელებს მომარაგებას მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა ახლა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას”, – წერს შარლ მიშელი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიაასეთია თამაშის წესები – პატრონი იმდენად გეჯავრება, რომ ფეხებზე გკიდია მისი რეალური ინტერესების დაცვა – ხუხაშვილი ღარიბაშვილის წერილზე