უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს არჩევნების ჩასატარებლად ომის მიმდინარეობის დროს, რადგან ამის უნარი „ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია“.
კელოგის თქმით, არჩევნები ტარდება „ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში“, ასევე აშშ-შიც „არჩევნები ტარდებოდა ომების პიკის დროს“.
„ვფიქრობ, ახლა უკრაინელებს არ შეუძლიათ არჩევნების ჩატარება, რადგან ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, მათ – უკრაინელებს – არ შეუძლიათ არჩევნების ჩატარება საომარი მოქმედებების დასრულებამდე“, – განაცხადა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
კიტ კელოგის აზრით, არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს, რომ „ზელენსკი ახლა უნდა წავიდეს“.
„ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია მზაობა და უნარი, ჩაატარო არჩევნები ომის დროსაც კი“, – აღნიშნა კელოგმა.