უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

უკრაინული დელეგაცია იქნება კარგად მომზადებული,- თქვა მან.

“ჩვენი გუნდი ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად უკვე ამ კვირას – კვირის ბოლოს – გააგრძელებს პუნქტების დაახლოებას, რომლებიც ჟენევის [შეხვედრების] შედეგად გვაქვს, ისეთი ფორმისკენ, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებისკენ გზაზე გაგვიყვანს. იქნება დელეგაციების შეხვედრა. უკრაინული დელეგაცია კარგად მომზადებული და საგნობრივი სამუშაოსთვის განწყობილი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“მარადიული არაფერია, განსაკუთრებით ის ვაჭარი და მისი ძალაუფლება, ვისაც საქართველოს იმპერატორობა მოუნდა” – სტურუას წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიაგაუჩინარებული ორი რუსი აქტივისტი, პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისთვის დააკავა – შს სამინისტროს განცხადება