15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაიბარა რუსეთის ელჩი.

“უნგრეთის მთავრობა მტკიცედ გმობს ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმას,” – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა მადიარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა თავდასხმასთან დაკავშირებით ხვალ, 14 მაისს, 11:30 საათზე რუსეთის ელჩი დაიბარა.

აღსანიშნავია, რომ ანიტა ორბანის წინამორბედს, პეტერ სიიარტოს რუსეთის მიერ უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე თავდასხმების გამო არასდროს დაუბარებია რუსეთის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია პატიმრების შეწყალებაზე: ახალი პატრიარქისთვის ეს ძალიან ღია განაცხადი იქნებოდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ხმაურიან დაკავებებს აანონსებს