უკრაინის ვიცე-პრემიერი – რუსებისგან ვითხოვთ სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს „აზოვსტალიდან“, იქ დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი რუსებს მოუწოდებს, სასწრაფოდ უზრუნველყონ ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალიდან“.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქარხნის ტერიტორიაზე 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცი იმყოფება.

„რუსებისგან ვითხოვთ სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან“! იქ დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. დღეს ისინი ყველა უნდა გამოვიყვანოთ „აზოვსტალიდან“, – აცხადებს ვერეშჩუკი.

მან მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, ძალისხმევა „აზოვსტალზე“ მიმართონ. „ახლა ეს არის საკვანძო წერტილი და საკვანძო მომენტი ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის!“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ლიდერების დონეზე ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ყოველი ასეთი ბუჩის, მარიუპოლის, ვოლნოვახას შემდეგ სურვილი და რწმენა, რომ დადგება მოლაპარაკების შედეგები, იკარგება
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩვენმა პარტიამ მოახერხა მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება