უკრაინის უშიშროების სამსახურმა, დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, რუს მომღერალს იულია სამოილოვას, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა, დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, რუს მომღერალს იულია სამოილოვას, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ინფორმაციას უშიშროების პრეს-სამსახურის უფროსი ელენა გიტლიანსკაია ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით არის განპირობებული. მომღერალი, ადრე უკანონოდ იმყოფებოდა ოკუპირებულ ყირიმში.
იულია სამოილოვა, ოვროვიზიაზე რუსეთის წარმომადგენელია, თუმცა, დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იგი უკრაინაში ვიზიტს მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს.

banner
წინა სტატიაშიბესელიამ აბაშიშვილს ,,ბეცი, უვიცი და თავხედი“ უწოდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს