უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოავლინეს უცხოელების, კერძოდ რუსების ლეგალიზაციის უკანო არხი

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოავლინეს უცხოელების, კერძოდ რუსების ლეგალიზაციის უკანო არხი. უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფი ქვეყანაში შესული არალეგალებისთვის ამზადებდა დროებით, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვებს და ლტოლვილობის მოწმობებს. აღნიშნული საბუთებით არალეგალებს გარანტირებული ჰქონდათ კიევსა და ლვოვში დასაქმებაც.

დაკავებულია დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორი და მისი თანამზრახველი. ისინი კიევში აიყვანეს.

ორგანიზებული ჯგუფი მომსახურებაში 1 ადამიანისგან 10-15 000 დოლარამდე თანხას იღებდა. მათი კლიენტები კი ძირითადად სწორედ რუსები და მაღალი ტერორიზმის საფრთხის მქონე ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.

SBU-ს ცნობით, არსებობდა საფრთხე, რომ რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში შესვლის შემდეგ, არალეგალებს უკრაინის წინააღმდეგ, დივერსიული ქმედებებისთვის გამოიყენებდნენ.

banner
წინა სტატიაშითუ ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობის გარანტირება ნამდვილად მოხდეს უკრაინისთვის ღირსეული პირობებით, ნატო-ს სამშვიდობო მისიის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება – კაჩინსკი
შემდეგი სტატიაექვსი თვის თავზე უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ – ჩხუბი უნდა დამთავრდეს – ხვიჩია