უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში სააკაშვილს კითხავენ

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მორიგ დაკითხვაზე მივიდა. მისი დაკითხვა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, სააკაშვილმა მისვლა 20 წუთით დაიგვიანა.

სააკაშვილი უსაფრთხოების სამსახურთან შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერდა.

მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივი დაჯგუფების მონაწილეებისთვის ხელშეწყობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ. ის უკრაინაში 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. 11 დეკემებერს კი კიევის პეჩერსკის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. წაყენებული ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, საკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე Freedom House-ის შეფასება მცდარია