უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში ტერაქტი აღკვეთა და მისი ორგანიზატორი დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში ტერაქტი აღკვეთა და მისი ორგანიზატორი დააკავა. SBU-ს ცნობით, დაკავებულია დნიპროს მცხოვრები, 1966 წელს დაბადებული პირი, რომელიც ტერაქტის მოწყობას ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გეგმავდა. უწყების ინფორმაციით, მან ასაფეთქებელი თავად დაამზადა და ის შშმ პირისთვის განკუთვნილ ხელჯოხში დაამონტაჟა.

ბრალდებული კვალის არევის მიზნით, ზაპოროჟიეში დასავლეთ რეგიონიდან, დაგეგმილ ტერაქტამდე ორი დღით ადრე შევიდა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა მისი გამოაშკარავება და დანაშაულის აღკვეთა შეძლო. განეიტრალებულია ასაფეთქებელი მოწყობილობაც.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, უკრაინა ტერაქტის მომზადებაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შავი ზღვის ფლოტის თითქმის ყველა ხომალდი, რომელსაც ბორტზე სარაკეტო იარაღი აქვს, ზღვაშია გაყვანილი
შემდეგი სტატიადაუშვილი – შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში “ოცნებას” სურს, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პარტიები გამოიყენოს