უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესაში რუსული სამხედრო დაჯგუფების „პრიზრაკის“ მეთაური დააკავეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული პიროვნება კრემლის აქტიური მხარდამჭერია და 2014 წელს ლუგანსკის ოლქში რუსეთის მხარეს იბრძოდა. მოგვიანებით კი ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში გაიქცა და ბოევიკების რიგებს შეუერთდა.
ევრომაიდნის პროტესტების დროს აღნიშნული პიროვნება აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო პროვოკაციებში. სასამართლოს თავის არიდების მიზნით ის რამდენიმე წელი ლუგანსკის ოლქში ცხოვრობდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ის იქ რუსეთის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფების, „პრიზრაკის“ დაზვერვის განყოფილების მეთაურად დაინიშნა. დაჯგუფება მოგვიანებით დაექვემდებარა რუსეთის მე-2 არმიის კორპუსს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება მონაწილეობას იღებდა ლისიჩანსკის ბრძოლებშიც.
უკრაინის პროკურატურა განმარტავს, რომ დაკავებული ბოევიკების რიგებში 2014 წლის ივნისიდან 2016 წლამდე იმყოფებოდა.