11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია ანექსირებულ ყირიმში

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია ანექსირებულ ყირიმში. სპეცოპერაციების ცენტრის „ალფა“ მებრძოლებმა წუხელ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზასა და ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე იერიშები მიიტანეს.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მორიგი დარტყმა მიაყენეს სადესანტო ხომალდებს – „იამალი“ და „ფილჩენკოვი”, ასევე სადაზვერვო ხომალდს „ივან ხურსი“.

უწყების ცნობით, დაზიანდა სასწავლო ცენტრი, საზენიტო თავდაცვის ძალების რადიოტექნიკური დაზვერვის შტაბი, რადიოლოკაციური სადგური და МиГ-31-ის ავიაგამანადგურებელი ბელბეკის აეროდრომზე. მწყობრიდან გამოვიდა თავად ბელბეკის აეროდრომის ტექნიკური მომსახურების ცენტრიც

banner
წინა სტატიაშიმაკრონი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის
შემდეგი სტატიაისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა